თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ტყეში ხანძარი გუშინ, 4 დეკემბერს, ფოთოვან ხეებს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.