ნაფარეულის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია – სოფელ ნაფარეულში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიზე კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს. როგორც ცნობილია, ცეცხლი ფოთოვან ხეებს გაუჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი