ნაურუ მოქალაქეობას 105,000 ათას დოლარად ყიდის

ნაურუ, 21 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძული სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით, სთავაზობს თავის პასპორტს ნებისმიერ მსურველს $105,000-ად.
პაწაწინა კუნძულმა წამოიწყო ასეთი ინიციატივა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების მისაზიდად.
ნაურუს არსებობის საფრთხე ემუქრება პლანეტის დათბობისგან გამოწვეული ზღვის დონის აწევის, შტორმის და სანაპიროების ეროზიის გამო. ქვეყანას არ აქვს რესურსი კლიმატის კრიზისისგან თავის დასაცავად.
მთავრობა ამბობს, რომ მოქალაქეობის გაყიდვა ხელს შეუწყობს კუნძულის მოსახლეობის 90%-ის მაღალ ადგილზე გადაყვანის და სრულიად ახალი თემის აშენების გეგმისთვის აუცილებელი სახსრების მოზიდვას.
კუნძულის ამჟამინდელი მოსახლეობა დაახლოებით 12 500 ადამიანია.
წყარო: 34travel.me