ნატო ჩხეიძე: წულუკიანის კომისიის დასკვნების ლოგიკითაც რომ გამოდის, რომ შევარნაძეც არალეგიტიმური იყო

ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
აბა შეხედეთ
მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, შემოკლებით წულუკიანის კომისიას რომ უწოდებენ, ქ- ნი წულუკიანის ენა/პირით მოუწოდა განათლების სამინისტროს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ისტორიის სახელმძღვანელოში ამ კომისიის დასკვნების საფუძველზე.
მაგალითად: შევარდნაძეს განცხადება არ დაუწერია გადადგომაზეო… ანუ? გამოდის რომ, მას მერე ვინც მოვიდა ხელისუფლებაში, არალეგიტიმურია.
თუმც, კითხვას, სად მიდიხართო, შევარნაძემ ნათლად, მკვეთრად და სულაც ლაკონურად უპასუხა: “სახლშიი.”
და ახლა მე რომ ვიკითხო, – გამსახურდიას სულ არ დაუწერია არც განცხადება და არც ის უთქვამს, შინ ვბრუნდებიო, არამედ სულ პირიქით, ესწრაფოდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენას, რასაც შეეწირა კიდეც…
და ახლა წულუკიანის კომისიის დასკვნების ლოგიკითაც რომ გამოდის, რომ შევარნაძეც არალეგიტიმური იყო, –
ამ ორი ამბის შეპირისპირების საფუძველზე კი ისე გამოდის, რომ არალეგიტიმურად მოსული შევარდნაძე არალეგიტიმურად მოსულმა სააკაშვილმა შეცვალა და ფიზიკის კანონებიდან კი ასე რომ ვიცით, რომ ორი მინუსი იძლევა პლუსს! და მაშასადამე, რომ გამოდის, რომ სააკაშვილის მოსვლა გამოდის პლუსი ანუ ლეგიტიმური, აუჰ, ძლივს ამივისუნთქე:))
და რა დაწერონ და რა როგორ შეცვალონ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში, დიდი თავსატეხი გაუხდებათ მთავრობის მაამებელ ისტორიკისებს.
ისე კი,
ისტორიის სახელმძღვანელიში საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის სწავლება მართლაც შესაცვლელია, ბევრი არაფერი წერია ზვიად გამსახურდიას დამსახურებაზე ამ
მხრივ.
პირველი პრეზიდენტი იყოო, ჩაწერეს, რა ექნათ, ნუმერაცია ვერ შეცვალეს:))
და სხვაც ბევრი რამ არის შესაცვლელი სახელმძღვანელოებშიც და რეალობაშიც.
მაგალითად: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 9 აპრილს, ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციაში წერია, და არა 26 მაისს, სამ წელიწადში დამხობილი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს რომ აღნიშნავს.
კიდევ, პარლამენტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაა შესაცვლელი და ზვიად გამსახურდიას ერთი ფოტოს დაკიდება მაინც მისივე სახელობის დარბაზის სიახლოვეს (როსტომმა და მე რომ ჩამივკიდეთ, საღამომდე მოითმინეს და მერე საწყობში გადააბრძანეს)
კიდევ და კიდევ უამრავი რამ არის შესაცვლელი, ახლა რა ჩამოთვლის, მაგრამ ეს ორი მინუსის გაპლიუსების ფუზიკური კანონის არსებობა ისტორიულ ჭრილში როგორი რა გამოვა და რა დაიწერება, და მერე თვითონვე როგორ მოიწონებენ, ერთი ეგ დამანახვა…:))