ნატო ჩხეიძე: ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ვიფიქროთ, რომ გომელაურმა უარი თქვა მელიას დაკავებაზე და გადადგა

“სერიიდან:
ასე მგონია
ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, ვიფიქროთ, რომ გომელაურმა უარი თქვა მელიას დაკავებაზე და გადადგა:))” –  წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
ცნობისათვის, დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დრომდე, კვლავ გაურკვეველია, რა ბრალდებით დააკავეს ოპოზიცონერი ლიდერი, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რომ მას გირაოს გადახდის ვადა ღამის 12:00 საათზე ეწურებოდა.
ნიკა მელიას პროცესი ხვალ 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, პოლიტიკოსი სასამართლოში მისვლას არ აპირებდა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ “ცვლილებისთვის” ლიდერი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული, რათა მელიას ხვალინდელ პროცესზე დასწრება აიძულონ, რომელზეც პოლიტიკოსს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ დასწრებას არ აპირებდა

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – საუბარია დანაშაულთა წყებაზე, ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები – პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ

ნიკა გვარამია – მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში – ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს