ნატო ჩხეიძე: რუსეთმა გადაფხრიწა ეს ტრაქტატი თავის მუხლებიანად და ერეკლე რომ გარდაიცვალა, ცოტა ხანს ადროვა და მერე მეფობა გააუქმა საქართველოში, მერე ავტოკეფალიაც და ერი და ბერი რუსეთს დაუქვემდებარა, ძალადობრივად, რაღა თქმა უნდა

ექიმი, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
აბა შეხედეთ
ქართველი მეფეები არა მხოლოდ მხედართმთავრები იყვნენ, ველზეც თავად იბრძიდნენ სხვა მეომრების გვერდიგვერდ და “ აღჭურვილობა” მუზარადთან და ხმალ/ფარ/ ხანჯალთან ერთად ცხენიც კი იყო, მაგრამ არასაომარ დღეებში ხომ მეფობდნენ უცხენ/უხმლო/უხანჯლოდ და ერეკლე II – ის ძირითადი დამსახურება “ქართული ოცნების” შეხედულებით თუ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერაა, ამ ხელმოწერის პროცესის ფაზაში მაინც გამოექანდაკებინათ…
ან რომ დგას მეფურად და სახელმოსაწეროდ მიდის,
ან რომ ზის ტახტზე მეფურად და ხელმოწერაზე ფიქრობს….
ერთი სიტყვით, რამე მეფური პოზა შეერჩიათ და არა ჟოკეის რონინი მანეჟში ხელოვნურად დადგმული ბარიერის გადალახვის წინ…
მართლაც მეფური ქანდაკება მარტო თამარ მეფისა გვაქვს და ისიც ახალციხეში, თბილისამდე ვერა, ვერ მოაღწია მეფე თამარმა.
ისე, გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთთან შეერთებას სულ არ ითვალისწინებდა, არამედ მხოლოდ სამხედრო დახმარებას, აი, ისეთს, ახლა რომ NATO – ს წევრი გახდე…
რუსეთმა გადაფხრიწა ეს ტრაქტატი თავის მუხლებიანად და ერეკლე რომ გარდაიცვალა, ცოტა ხანს ადროვა და მერე მეფობა გააუქმა საქართველოში, მერე ავტოკეფალიაც და ერი და ბერი რუსეთს დაუქვემდებარა, ძალადობრივად, რაღა თქმა უნდა.
ერეკლეს ძეგლი დადგეს თბილისში, ერეკლეს სურათი შეაბრძანეს პარლამენტის შენობაში, სადაც ზვიად გამსახურდიას ფოტოსთვის ვერც ერთი კედლის ვერც ერთი მცირე მონაკვეთი ვერ გამოინახა.
რა სჯობს ერეკლეს პატივისცემას?
არც არაფერი.
მაგრამ ზვიად გამსახურდიამ რა დაუშავა ერეკლეს პატივისმცემელ ხალხს, ერთი მაგისი მცოდნე გამხადა, მეტი არა მინდა რა…
:))

ასევე დაგაინტერესებთ