ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
რა ხდება და როგორ ხდება
ორი საუკუნეა და მეტიც, რომ თბილისი ერთიანი კავკასიის ცენტრად ითვლებოდა, არაოფიციალურად ცხადია
და ამიერ და იმიერ კავკასიის პატრიოტი ლიდერებიც აღიარებდნენ და მოქმედებდნენ თბილისის ოფიციალურ ცენტრად ქცევისათვის.
რა ბედის სიცილია, რომ აი, ახლა, ძლივს, როცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ორი წლის წინ ჯერ კიდევ რომ ომი ჰქონდათ ერთმანეთთან, ახლა ერთად იღწვიან კავკასიის მთლიანობისათვის და თბილისი კი სადღაც ჯანდაბაში იხრუკება, ებრძვის ჭინკებს გლობალური ომის პარტიის სახით და ამარცხებს დიფსტეიტს, ტრამპსაც რომ აჩოქებს და ამათ, კი, ამათ, ვერაფერს აკლებს…
არ გინდა შენი ქვეყნის ასეთი ტრაგედიის შემოქმედი იყო და ასკინკილა სიარულს წუნობდე?..
არ გინდა ფანჯარაში მზის სინათლე შემოდიოდეს და შენ კი დარაბით გმანავდე?
არ გინდა ევროპა/ამერიკის კარი ღია იყოს, და შენ რკინის ფარდის იქით იწეოდე?
არ გინდა ორსაუკუნოვანი ნატვრის ასრულების დრო დამდგარიყოს და ბაქო და ერევანი თბილისის გარეშე ერთიანდებოდნენ საუკუნო მშვიდობით, სატრანსპორტო დერეფნით და სტრატეგიული პარტნიორობით და შენ ქალ/კაცის გარჩევას ახლა ასწავლიდე მოსახლეობას?
და გინდა რომ ქვეყნის ეს სავალალო ყოფა ხახვივით შეგრჩეს?
# ცეცცლი ოლიგარქიას!..