ნატო ჩხეიძე: მზია ამაღლობელსთვის 2 წელი პატიმრობის მისჯა არის “ ქართული იცნების” სიფრთხილე მთლად, ყველა ნიუანსში არ დაემსგავსოს დიქტატორულ რუსეთს

ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
ის რაც ხდება
მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელსთვის 2 წელი პატიმრობის მისჯა არის “ ქართული იცნების” სიფრთხილე მთლად, ყველა ნიუანსში არ დაემსგავსოს დიქტატორულ რუსეთს, რაც ძალიან წამგებიანია მისი მომხრეების თვალშიც კი, და ამიტომ ცოტა ფრთხილობს.
მისი ეს სიფრთხილე მცირე, მაგრამ აქტიური და სახელმწიფოებრივსდ მოახროვნე მოქალაქეების ბრძოლის შედეგია.
ნაკლებს ილაპარაკებდა და იმოქმედებდა ეს ჯგუფი, ნაკლებ პროტესტს გამოხატავდა, ნაკლებს თანაუგრძნობდა სახელმწიფოს სახელით მოლაპარაკე მმართველთა მარწუხებში მოქცეულ განსასჯელს, ნაკლებ მსმენელსა და მნახველს გადაედებოდა მათი თავგამოდება, ნაკლები
მუხტი შეიქმნებოდა არე/მარეში და ხელისუფლებასაც ის მცირე საფრთხილოც არაფერი ექნებოდა.
ახლა საფრთხილო აქვთ და ფრთხილობენ, – მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ გაცილებით მცირე წლები.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახლა მუხტი დაიწევა, გამარჯვების ეიფირია შემდგომი მოქმედებების აქტივობას შეასუსტებს და ამასობაში კი ფსევდო სამართლიანობის პროპაგანდას გააძლიერებს – ადვოკატმა გააცამტვერა პროკურატურის უხეირო ბრალდებები, მოსამართლემ მუხლი შეცალა და 4-7 წლის ნაცვლად, აგერ ა, 2 წელი მიუსაჯა.
არადა, ან მოსამართლეს ვინ ეკითხება კანონითა და შინაგანი გონით გადაწყვიტოს, ან პროკურატურას ვინ ეკითხება ბრალდება უტყუარი მტკიცებულებებით გაამყაროს და ან ადვოკატს ვინ უსმენს?
არავინ.
ამიტომ არის ეს ქვეყანა უსამართლო, უკანონო და ერთ კაცზე აწყობილი.
ფორმულამ,- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, – ამ
კონკრეტულ შემთხვევაში გამოიღო შედეგი.
სხვა კონკრეტულ შემთხვევებშიც გამართლდება და ასე, ნაბიჯ/ნაბიჯ, ნელ/ნელა და მიზანმიმართულად გაგრძელდება და
მივა კიდეც გამარჯვებამდე.

ასევე დაგაინტერესებთ