ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

ექიმი, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
აბა შეხედეთ:
ჩავრთე ტვ.
ყველგან სერიალი ან გასართობი გადაცემაა.
შაბათია და შედარებით ისვენებენ მაუწყებლობები, თანაც გრაფიკიც შესასრულებელია და თურქულ სერიალს და ქართულ იუმორს მიაქვს ქვეყანა:))
და აი, ინფორმაციაც გამოჩნდა.
ინტერვიუს იძლევა ჩვენი ქვეყნის პრემიერი უცხო ქვეყნის ჟურნალისტთან.
ჩემს შვილს ვეკითხები:
– ეს კადრი რას გეუბნება- მეთქი.
– ეს ქალი ჩინელია და ასწავლეს სკამზე ჯდომა და ეს კი ქართველია და არ ასწავლესო.
კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის.
ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს.
რაღაც მაინც უსწავლებიათ, კერძოდ: არ ილაპარაკო იმაზე რაც არ არის ახლა და ისაუბრო იმაზე, რაც იქნება მომავალში…:))
რაღაც კი უსწავლებიათ.
სკამზე ჯდომა არა.
და ხის ტოტზე ჯდომა თუ იცის მაინც?…
მგონი რომ ეგეც არა…

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)