ნატო ჩხეიძე: თვითონ ამბობს კაცი თავის ენა/პირით. მიდი ახლა და ედავე

ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
აბა შეხედეთ…
“ წარმიდგენა არ მქონდა, “ წარმიდგენა არ მქონდა”, “ წარმიდგენა არ მქონდა”- იმეორებს და იმეორებს პროკურატურიდან გამოსული ფინანსთა ყოფილი მინისტრი ჟურნალისტების კითხვაზე: ჩორჩანას საგუშაგოს მშენებლიბისთვის თანხა რომ გამოყავით, ამ საქმეზე რა
მოუყევით პროკურატურასო.
რაც მოუყვა პროკურატურას, ის თქვა სატელევიზიო მიკრიფონებთანაც: – წარმოდგენა არ მქონდაო.
და ეს არის სწორედ სამწუხარო და სავალალო, რომ სრულ სიმართლეს ამბობს ექსფინანსთამინისტრი: წარმიდგენა არ ჰქონდა.
აგერ, ა, ბიუჯეტი, გასაცემენ გასცემენ, იღებენ მისაღებს ხან ბევრს, ხან იმ ბევრზე მეტს ან ნაკლებს, ხან რას და ხან რისთვის და არ აქვთ წარმოდგენა, რას აკეთებენ და რად აკეთებენ.
მოდი ახლა შენ და მოსთხოვე რამე პასუხი.
მოსთხოვ და მისი პასუხიც მზად არის:
წარმიდგენა არ მქონდაო.
კაცი ქვეყნის ფინანსებს განაგებდა, გვეგონა, ავად თუ კარგად რაღაცას ირჯებოდა თუ ფართუფურთობდა, ვხედავდით და ამას თურმე წარმოდგენა არ ჰქონია.
და მერე რა?
არც რა.
თავაღერებული გადადგამს მოკლე/მოკლე სწრაფ ნაბიჯებს და მსწრაფლვე შერგავს თავს იქვე მომლოდინე ავტომანქანის სალონში.
თვითონ გასრიალდება და სახტად დატოვებს იქით ჟურნალისტებს და აქეთ ტვ მაყურებელს.
წარმოგიდგენიათ, რომ წარმოდგენა არ მქონდაო,
თვითონ ამბობს კაცი თავის ენა/პირით.
მიდი ახლა და ედავე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება