ნატო ჩხეიძე: “ვინ წარმოიდგენდა რომ რეჟიმი თავის შვილებს დაერეოდაო”- ვინ წარმოიდგენდა და… გალაკტიონი

ექიმი, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
ვინ სად როგორ
“ვინ წარმოიდგენდა რომ რეჟიმი თავის შვილებს დაერეოდაო”- გაკვირვებულ/ გაოცებული სახით გვეკითხებიან ტვ მსმენელებს წამყვანები, მანამდე რომ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე მოვლენებს აანალიზებენ:
ყოფილი პრემიერის აღიარება,
ყოფილი პროკურორის ბრალეულობა,
ყოფილი სუსის უფროსის გაურკვეველი გაუჩინარება,
პროკურატურის ბრიფინგის მერე ეკრანზე გამოფენილი ოქროულობის გროვები, რაჟა სარჩიმელიას მიერ “ გზიდან გადაყვანილი ხალხისათვის” წართმეულ ნადავლს რომ ჰგავს ერთი შეხედვით.
ვინ წარმოიდგენდა და… გალაკტიონი.
არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,
როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი…
გილიოტინაზე დასჯა ხომ სულაც რობესპიერის ნოვაცია იყო.
ასე და ამგვარად, კიდევ ბევრჯერ დავინახავთ წამყვანების გაოცებულ/გაკვირვებულ სახეებს და შეკითხვას :
“ ვინ იფიქრებდა, რომ…”
კიდევ ბევრჯერ,…
ვიდრე მთლად რობესპიერს მიადგებოდეს ცბიერი ბედი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ