ნატო ჩხეიძე: ერთი დაასახელა. მეორე ვეღარ. ფასადური არჩევნები რომ მაინც ჩაეტარებინათ

“სერიიდან:
აბა შეხედეთ
სეპარატისტი ხელისუფლების ერთადერთი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ მისი ფავორიტი დაასახელა პრეზიდენტად:
ესო, მანერებითაც სასახელოაო და ჩვენი ტრადიციების მიმდევარიცო.
ერთი დაასახელა.
მეორე ვეღარ.
ფასადური რომ მაინც ჩაეტარებინათ.
ორი რომ დასახელებულიყო, კონკურენტი რომ გამოსჩენიდა ამ ერთს და მაინც ეს ერთი არჩეულიყო.
მეორე ვეღარ დაასახელა.
ალბათ იმიტომაც, რომ მასზე რომ ცნობაა, ასეთი სხვაზე ვერავისზე იქნა მოძიებული.
კონკურენტი ვერავინ მონახეს.
და შერჩა ეს ერთადერთი.
ქვეყანას როდემდე შერჩება, საკითხავი აი, , ეს არის!..” –  წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.