ექიმი, ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
რა ხდება და როგორ ხდება
დღევანდელ 4 ოქტომბრის აქციაზე გავედით თუ არა, თეონას ხმა შემოგვესმა: მამიდა, ძია…
თეონა აქაც არის, გორშიც იყო, მერე ისევ აქ, მერე იქ, სადაც გადაადგილდები, ყველგან შემოგხვდება დროშამოხურული.
თავისუფლების მოედნამდე ფეხით ვიარეთ, ტროტუარზე ვმოძრაიბთ და როსტომი იცინის: მივიხედ/მოვიხედე და ამ ტროტუარზე სულ ღატაკი ხალხი დადის, ჩემი არ იყოსო…:))
მივდივართ მოედნამდე და სკვერში “ვბანაკდებით”. იქვე ნაცნობებს ვხვდებით, უცნობებს ვათვალიერებთ, ზოგს აჟიტირებული, ზოგს მომლოდინე, ზოგს მიზანმიმართული ტონი თუ მზერა აქვს…
ვისმენთ სცენაზე შეკრებილი ეროვნული კრების ორგანიზატორების მოწოდებებს;
ვისმენთ სატუსაღოთ გამწესებულთა ჩემი შეტყობით არცთუ კვალუფიციურ სიას…
ვისმენთ მოწოდებას:
– მამაკაცური ძალა წავიდეს პრეზიდენტის სასახლისკენ, ქალები აქ დარჩნენო…
და ვფიქრობ, რომ მე-5 პრეზიდენტი გააპროტესტებს სექსიზმის გამო-მეთქი, გამოცდილი მაქვს და მიტომ…
კი გააპროტესტა, მაგრამ სექსიზმის გამო სულაც არა, არამედ,
– პროვოკაციული არისო, თქვა.
საზოგადოების ემოციური ფონი მაღალია.
მოწოდებებს მისდევს.
წიწაკიანი გაზით გაჟღენთილ ჰაერს უძლებს, გარკვეული იმუნიტეტის გამოც და რეზინის ტყვიებსაც უმკლავდება, როგორც შეუძლია…
– ვინც დღეს წახვალთ, ხვალ დილიდან გელოდებითო,- ყველა წამსვლელს დააწევენ ორგანიზატორები.
– ევროკავშირის ელჩია პასუხისმგებელი, რაც თბილისში ხდებაო,- ამბობს მაღალი რანგის ჩინოსანი, ვინც შარშან საზოგადოებას დაპირდა, 4 წლის მერე გავაგრძელებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთანო.
– ვერავინ გაეპარება ხელისუფლების დამხობის პასუხისმგებლობასო, – ესეც თქვა და ისიც,
– ჩვენ მოვიგეთ 64/64- ზეო. ( ანუ ყველა უბანი, ყველა ქალაქი და ყველა სოფელი).
– იქნება დაჭერები ნავარაუდებზე მეტიო, – ესეც დააანონსა…
… და ვინც გადაურჩება დაჭერას, კი იცხოვრებს ეკონომიკურად უაღრესად აყვავებულ და დაპირებული გასაოცარი დემოკრატიის ქვეყანაში, – ეს კი მსმენელმა ივარაუდა…