ნატო ჩხეიძე გიორგი გაბუნიას პასუხობს

“მთავარი არხი”-ს მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე ეხმიანება არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას ბრალდებებს მათი მისამართით.
“გაბუნიამ ილაპარაკა, ილაპარაკა, აქეთური, იქითური, მაგრამ “მთავარ არხს” რომ ბიუჯეტის დავალიანება აქვს აგერ სამი წელია 12 მლნ ლარი, რომელიც იზრდება და იზრდება, ეს არ თქვა.
ეტყობა, ამდენ ლაპარაკში ეს მცირე დეტალი გამორჩა.
ისე, აბა მე როგორ გავაკოტრეო, აბა როგირო, ხელთაშლით რომ ეკითხებოდა წამყვანს, ისიც ღიმილით აქეთ – იქით იხედებოდა და აბა სად არისო ეს გაკოტრებაო, რომ ეკითხებიდნენ ერთმანეთს, ე, მანდ კი შეიძლებოდა რომ გახსენებოდა, მაგრამ ვერა, ვერ გაახსენდა ეს 12 მლნ ბიუჯეტის დავალიანება.
ისე, საშემოსავლომ რომ იცის კომპანიას ბიუჯეტის 12 მლნ ვალი რომ აქვს, რომ იცის, რომ მილიონობით თანხა ბრუნავს ინკასოს პირობებში, ხომ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ვითარება მშვენიერი რამ არის მმართველი ჯგუფის ხელში კომპანიის მძევლად აყვანისათვის, როცა მოისურვებს, მაშინ გაგაჩერებს და რომ არ მოისურვოს, ბაბაია უნდა უძახო.
ჯერ ისეა, რომ თვალი აქვს “ქოცობას” მოხუჭული. ჯერ თვლემს. და ეს გაბუნია კიდევ – სადაო, სად არისო და ვინ გვდებს ბრალს მძევლობაშიო.
აბა სად არისო, აბაო? – ეკითხება დირექტორი თანამშრომელს და ისიც ვერაფერს ვერ პოულობს სტუდიაში”- წერს ნატო ჩხეიძე.