ნატო ჩხეიძე: ალბათ ნიმუშად თუ უნდოდათ იმის სადემოსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია ლიტერატორსა და მეცნიერ კაცს, მასაც და მის ოჯახს და მის სამ შვილს დეპუტატის ხელფასით ცხოვრება

“სერიიდან:
ფოლიანტები…
ანტიკორუფციული ბიურიდან ჩემ ძმას, როსტომ ჩხეიძეს შეტყობინება მოუვიდა, შარშანდელი ახალი წლიდან წლევანდელ ლამის არჩევნებამდე რაც კი ფინანსური ბრუნვა გქონიათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, სულ წვრილად წარმოგვიდგინეთო.
ეს ჩვენი როსტომი ხომ წესიერი კაცია, წავიდა ბანკში და ამოაბეჭდინა რაში დაუხარჯავს ის თანხა, მეცნიერებიდან, ლიტერატურიდან და დეპუტატობიდან რომ აქვს მას და მის ოჯახს.
ამოიჩარა იღლიაში მთელი 200 გვერდი,
ეჰ, რაში იხარჯება ეს მადლიანი თაბახის ფურცლებიო, გულში კი წაიდარდიანა და ხვნეშით აიტანა შინ ის ქაღალდები.
როსტომი ფურცელზე ნაბეჭდს თუ ნაწერს რომ დაინახავს, წაუკითხავს ხომ ისედაც არ უშვებს და ამ ფურცლებსაც ჩახედა, ნეტავი ასე რამ დააინტერესა ჩემი ფინანსური ბრუნვით ეს კორუფციასთან მებრძოლი ანტიკორუფციული ბიუროო.
წაიკითხა და ნახა:
პური, ყავა, ლიფტი, წვენი, წიგნი, წიგნი, პური, ლიფტი, ლიფტი, ლიფტი…
ეჰეიო, ეს ხომ ჩემს პირად სივრცეში უხეში და უკანონო ჩარევააო, იფიქრა და შეადგინა კიდეც საპასუხო წერილი.
კანონმდებელი კი ვარ და კანონიერი ვერაფერი ვნახე თქვენს წერილში და ან თქვენ რად არღვევთ კონსტიტუციას და ან მე რად მარღვევინებდით, ერთიც ვნახოთ და დამეჯერებინა თქვენთვისო.
დაწერა და გაუგზავნა.
ის ბანკის ამობეჭდილი ათეულიბით ფურცელი არა, თავის მიერ შედგენილი ფურცელი გაუგზავნა.
მე ის მიკვირს, მე რომ არ მომივიდა ანტიკორუფციულიდან მსგავსი წერილი.
აქამდე ყოველ წელს მიგზავნიდნენ, ლოტოტრონმა თქვენი გვარი ამოაგდოო და წელს კი გამოვრჩი იმ ლოტოტრონს თუ რა მოხდა, აბა რა გითხრათ.
ეგ კი არის, ეტყობა ისე იყო მიჩვეული ის ლოტოტრონი ჩემ გვარს, რომ მაინც არ გამოტოვა, თუმც სახელი აღარ დაემთხვა ჩემი.
ჰოდა, ახლა ზის ეს ჩემი ძმა, მარაოსავით გადაშლილი აქვს წინ ეს ამდენი ფურცელი და ფიქრობს, რა უნდა შეესწავლა და რა დასკვნა უნდა გამოეტანა ამ ფინანსური ბრუნვის მონაცემებიდან კორუფციასთან მებრძოლ სახელმწიფო ბიუროს.
ალბათ ნიმუშად თუ უნდოდათ იმის სადემოსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია ლიტერატორსა და მეცნიერ კაცს, მასაც და მის ოჯახს და მის სამ შვილს დეპუტატის ხელფასით ცხოვრება.
ჰო, ნიმუშად თუ უნდოდათ.
აბა მეტი რაში უნდა გამოგადგეს ამხელა ანტიკორუფციულ ბიუროს ეს პური, ყავა, ლიფტი, წვენი, წიგნი, წიგნი, ყავა, პური, ლიფტი, ლიფტი, ლიფტი…
:))” – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ჩემთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე – განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ცესკოს დადგენილებამ ეს შესაძლებლობა დევნილ მოქალაქეებსაც მისცა

მამუკა ხაზარაძე – სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე – როცა ანაკლიაში ხელი შემეშალა, გამოვედი და ვთქვი, თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო

ელენე ხოშტარია – ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენი ამოცანაა, ეს სურვილი მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ – პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია