ნატო-ში -ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
„უცნობია, ეს ნამდვილად მოხდა თუ არა. შეუფერებლად მიმაჩნია, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, როდესაც უკრაინას შეთანხმების მიღწევა ნამდვილად სურს, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო“, – განაცხადა უიტაკერმა.
მისი თქმით, აშშ დაზვერვის ინფორმაციას შეისწავლის.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას იტყვიან აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების სადაზვერვო სააგენტოები იმასთან დაკავშირებით, რეალურად მოხდა თუ არა ეს თავდასხმა“, – აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას სიცრუე უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)