ნატო-ში -ის ელჩი – ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს – უფრო აგრესიულ ევროპას – ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, ის არის, რომ ისინი საკმარისად აგრესიულები არ არიან

ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს – უფრო აგრესიულ ევროპას. ევროპას ხშირად აკრიტიკებენ, რომ საკმარისად აგრესიული არაა, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რუსული [გაყინული] აქტივების კონფისკაცია, რაც უკვე დიდი ნაბიჯია, არა მხოლოდ ს დააფინანსებს რამდენიმე წლით – როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ, ვფიქრობ, ის ასევე ახალ ნაბიჯს აჩვენებს – უფრო აგრესიულ ევროპას. ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, ის არის, რომ ისინი საკმარისად აგრესიულები არ არიან.
მოკავშირეების დედაქალაქებში ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ძლიერები მაშინ ვართ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ…
ერთ-ერთი საუბარი, რომელიც რამდენჯერმე გამიგია ჩვენი მოკავშირეებისგან არის, რომ რაც თებერვალში შეუძლებლად მიიჩნეოდა, ივნისში განიხილება როგორც: „აქამდე რატომ არ გავაკეთეთ, სექტემბერში?” ეს ევროპის ყველა ამ მოქმედების ისტორია იყო. და, ვფიქრობ, რომ მათთვის მამაცად მოქმედების დრო ახლაა”, – განაცხადა უიტაკერმა.