აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების საბოლოო ვადა არ დაუწესებია, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მეთიუ უიტაკერი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დასადებად დრო ივნისამდე მისცა.
ნატო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, მსგავს პირობებში საბოლოო ვადების დაწესება „ძალიან სახიფათოა“.
„ჩვენ გვსურს, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდეს. გვსურს, რომ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. გვსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და უკრაინაში ტანჯვა და მკვლელობები დასრულდეს“, – განაცხადა უიტაკერმა.




