ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ამჟამად, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება

ამჟამად, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა ონლაინ ფორმატში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ნატო-ს ერთადერთი მოკავშირე არ ვართ, რომელიც ასე ფიქრობს. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა და 32-მა მოკავშირემ ერთსულოვნად უნდა მიიღონ“, – განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
ნატო-ში აშშ-ის ელჩი უკრაინის მიერ დრონების გამოყენებით ჩატარებულ ოპერაცია „ობობას ქსელს“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ომი უნდა დასრულდეს“.
„როგორც კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, ეს ომი უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ ტრამპსაც ამის სჯერა. ათასობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირი, იღუპება. პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მან იცის, რომ ამ ომის დასრულება სამხედრო გადაწყვეტით არ მოხდება და დიპლომატიური გადაწყვეტაა საჭირო. შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.