ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვის კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მდებარე ელექტროგადამცემ კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს, – The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ვესაუბრე [ს პრემიერ-მინისტრს] კრისტენ მიხალს ბალტიის ზღვის კაბელებზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირეებს და გმობს ნებისმიერ თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაკვირდებით სა და ფინეთის გამოძიებებს და მზად ვართ შემდგომი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაზიანდა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი. მოგვიანებით, ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, Eagle S-ი, რომელსაც ბალტიის ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ წყალქვეშა კაბელის გათიშვა მან გამოიწვია და რომ გემმა ასევე ინტერნეტის ოთხი ხაზი დააზიანა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }