ნატო უკრაინის საბჭოს სხდომას იწვევს, რუსეთის მხრიდან შეტევების გაძლიერების ფონზე

10 იანვარს ნატო შეხვედრას გამართავს დიპლომატებთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან, რათა განიხილოს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საჰაერო შეტევების გაძლიერებით შექმნილი ვითარება.
სამხედრო ალიანსის პრესმდივანი 4 იანვარს პლატფორმა X-ზე წერს, რომ უკრაინამ შეხვედრის გამართვა ახლახან დაარსებული ნატო-უკრაინის საბჭოს მეშვეობით ითხოვა.
რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებულ მხოლოდ ერთ შეტევას 29 დეკემბერს კიევში 32 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…