ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოკავშირეთა ჯგუფი იკრიბება უკრაინისთვის ერთი მილიონი თვითმფრინავის მიწოდების მიზნის ირგვლივ. ნატოს 20 მოკავშირე ასევე შეთანხმდა განაღმვითი კოალიციის შექმნაზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
მინისტერიალზე გადაწყდა ნატო-უკრაინის ერთობლივი ანალიზის, სწავლებისა და განათლების ცენტრის შექმნა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბლოკის წევრი სახელმწიფოების მიერ საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდაზე.
„იმისთვის, რომ შევავსოთ ჩვენი მარაგი და გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა გადავიდეთ მშვიდობიანობის პერიოდის ნელი ტემპიდან მაღალი ტემპის წარმოებაზე, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტი. ამისთვის მწარმოებლებს სჭირდებათ ხელმოწერილი კონტრაქტები. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნატომ დადო ათი მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი. ეს ეხმარება ს, აძლიერებს ნატოს,
და უზრუნველყოფს უფრო მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული