ნატო-ს საჰაერო სარდლობა – უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს

უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა (სუ-30, სუ-25 და სამი მიგ-31) ბალტიის ზღვას ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაუფრინეს.
ს თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად ლიეტუვის ავიაბაზიდან უნგრული Gripen ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.
“უნგრეთი ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ალიანსის ერთგულების დემონსტრირებას ახდენს,” – ნათქვამია განცხადებაში.