ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – ში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია

უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.
„ეს ჯერ ნაადრევია. ვიცით, რომ კონტინგენტების განთავსების საკითხი ცალკეულმა ქვეყნებმა წამოაყენეს, შესაძლოა ორმხრივ დონეზეც კი. თუმცა, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ საწყის დონეზეა“, – განაცხადა ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ.
მისი თქმით, ში უცხოური ჯარების განთავსების პირობები პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიებით უნდა განისაზღვროს.
„მაგალითად: ადგილზე ვინ გადაწყვეტს, დაარღვიეს თუ არა შეთანხმება რუსებმა ან უკრაინელებმა? რომელი ტერიტორიის დაცვა უნდა მოხდეს? ჯარისკაცებმა მხოლოდ დაკვირვება უნდა აწარმოონ თუ დაცვის ფუნქციაც უნდა ჰქონდეთ? და თუ ეს ასეა, მაშინ რა სახის იარაღით? ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული არაფერია“, – აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან