ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საიუბილეო 75-ე სამიტს და მის ფარგლებში განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული პროცესის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამასთან, ხაზი გაესვა ალიანსის მხრიდან როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების გარემოს, ს ომს ში. აღინიშნა, რომ შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია.
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის