ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში – მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი მხარდაჭერაა

ბრიუსელში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეა. ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს შტაბ-ბინაში გუშინ პირველად შეიკრიბნენ. მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა და მისი მხარდაჭერაა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტი კეთდება ასევე ჩინეთის, დასავლეთ ბალკანეთისა და ღაზის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მინისტერიალის პირველივე დღეს, იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. უპასუხა არაბი ლიდერების ბრალდებებსაც, რომლებმაც ომთან დამოკიდებულებაში დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინასა და ღაზაში ომი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ეს ფაქტი და მოცემულობაა, ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე