პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ – უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. შესაბამისი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“უკრაინა აგრძელებს წარმოუდგენელი სიმყარის დემონსტრირებას. პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ.
დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი ნიშანია იმისა, რომ ის ცდება. უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. ეს მოიცავს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტისთვის” წინააღმდეგობას და სხვა ზომებს, რომლებიც სტრატეგიულ დილემებს წარმოადგენენ კრემლისთვის.
დღეს მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი მზაობა, რომ გავზარდოთ თავდაცვაში ინვესტიციები, გავზარდოთ დაცვა და გავზარდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერა.
მაშინ როდესაც ანკარაში სამიტს ველით, ჩვენი პრიორიტეტები ნათელია: ინვესტიციების გაკეთება ჩვენს უსაფრთხოებაში, ჩვენი ინდუსტრიის გაძლიერება და უკრაინისთვის ჩვენი დახმარების შენარჩუნება, რათა მას ამ რთული ზამთრისა და შემდგომ გაძლების საშუალებები გააჩნდეს.
არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. და მაშინ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისთვის, უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ინსტრუმენტების მიწოდება საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ხანგრძლივი მოგვარების მისაღწევად,” – განაცხადა რუტემ.




