ნატო-ს გენმდივანი – ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“აქამდე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ საქართველო დარჩეს ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში.
მაგრამ, ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავო ყოველ ჯერზე ამის გამეორებისგან, ვინაიდან, უკვე გავაკეთე [კომენტარი] და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ”, – განაცხადა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას