ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, მიზეზი, რატომ არ უჭერს მხარს, მარკ რუტეს უნგრეთზე გაკეთებული განცხადებაა, რომ უნგრეთი მუხლებზე უნდა დააყენონ.
„ძალიან რთულია, წარმოვიდგინო, რომ ადამიანი, რომელიც იკავებს და მხარს უჭერს მსგავს პოზიციას, შესაძლოა, არჩეულ იქნას ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სადაც 100-პროცენტიანი ნდობაა საჭირო. ჩვენ აქ ერთმენთისთვის უნდა ვკვდებოდეთ. სწორედ ამიტომ, მას უნდა მართავდეს ისეთი ვინმე, რომელსაც 100 პროცენტით შეგვიძლია, ვენდოთ“, – განაცხადა პიტერ სიარტომ.