ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე – ალიანსს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია

ნატო-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბორის რუგემ განაცხადა.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ ს უკეთ შეკავებაზე ვმუშაობთ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან დავიცავთ თავს“, – განაცხადა ბორის რუგემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა ალიანსისთვის ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს და ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვისთვის მთელი რიგი სამხედრო გეგმები აქვს.
„საბოლოოდ, ნატო, რომელსაც მალე 32 წევრი ეყოლება, არის ძალიან ძლიერი ალიანსი. ჩვენ ძალიან ძლიერი ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიები გვაქვს. ჩვენ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეგვიძლია“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ