ნატო-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
„მარკ რუტესთან ერთად დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას პატივი მივაგეთ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს