ნატო-ს გენერალური მდივანი – ზელენსკიმ გზა უნდა იპოვოს ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის – ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი

ზელენსკიმ გზა უნდა იპოვოს ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის, ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ს 28 თებერვლის თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ის ორჯერ ესაუბრა მას.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მას „არ შეუძლია იმის გამხელა, რაზე ისაუბრეს“, მაგრამ აღნიშნა, რომ ზელენსკის უთხრა, რომ „პატივისცემა უნდა გვქონდეს“ იმისთვის თუ რა გააკეთა ტრამპმა აქამდე უკრაინისთვის.
რუტეს თქმით, ზელენსკიმ უნდა „იპოვოს გზა“ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემების მიყიდვას, რამაც საშუალება მისცა ს “წინააღმდეგობა გაეწია” ს ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში.
“ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი“, – განაცხადა რუტემ.