ნატო სისტემა „პეტრიოტის“ 1000 რაკეტას შეიძენს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების ფონზე

ნატომ 3 იანვარს განაცხადა, რომ დაეხმარება ალიანსის რიგ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ 1000 რაკეტების შეძენაში, რათა, ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ მზარდი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა უკეთესად დაიცვან თავიანთი ტერიტორია.
ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნების ჯგუფს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და ესპანეთს, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე მტრის თვითმფრინავებისგან დასაცავად განკუთვნილი „პეტრიოტების“ შეძენაში და აღნიშნა, რომ ევროპული სარაკეტო წარმოება გაფართოვდება.
კონტრაქტის ღირებულება 5.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ განცხადებას მიესალმა. “რუსეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინელ სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საჰაერო თავდაცვა. საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინისა და ჩვენი უსაფრთხოების გასაღებია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სააგენტო AP წერს, რომ შესყიდვა მოკავშირეებს დაეხმარება, რომ უკრაინისთვის უფრო მეტი საკუთარი თავდაცვის სისტემები გამოათავისუფლოს.
· 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული იერიშების შედეგად. ს სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თავდასხმა, თავისი მასშტაბით, რუსეთის მხრიდან ერთი დღით ადრე განხორციელებული იერიშის იდენტური იყო.
· უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 10 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი” გაისროლა, რომლებიც უკრაინელმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა Patriot-ის სისტემების მეშვეობით ჩამოაგდეს.
· “რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა მ, რომელმაც დასძინა, რომ ს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა ესაჭიროება.