ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გამოყოფილი 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 490 ათასი დოლარი) ისეთ სფეროებში არსებულ პროექტებს მოხმარდება, როგორებიცაა – კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება.
შვედეთის მთავრობა ცალკე სახსრებს გამოყოფს უკრაინისთვის (50 მილიონი შვედური კრონა) და მოლდოვისთვის (5 მილიონი შვედური კრონა).

ასევე დაგაინტერესებთ