ნატო-მ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
“ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, ნატო-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება