ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს, თუ ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაზე შეტევას გადაწყვეტს – ბელგიის თავდაცვის მინისტრი

ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს, თუ ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაზე შეტევას გადაწყვეტს – ბელგიის თავდაცვის მინისტრი
ბელგიის თავდაცვის მინისტრის, ტეო ფრანკენის განცხადებით, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს, თუ ვლადიმერ პუტინი ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაზე შეტევას გადაწყვეტს.
ამის შესახებ მან გამოცემა „დე მორგენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფრანკენის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან, რომ მათ დაემუქრონ.
კითხვაზე, შიშობს თუ არა, რომ პუტინი ერთ დღეს არაბირთვულ რაკეტას ბრიუსელის მიმართულებით გაუშვებს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, „არა, რადგან ამ შემთხვევაში ის ნატო-ს გულზე მიიტანს დარტყმას და ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“.
ამავე ინტერვიუში ფრანკენმა განაცხადა, რომ ღელავს ს შესაძლო ჰიბრიდული ქმედებების გამო.
„„მწვანე კაცუნები“ ესტონეთში რუსულენოვან უმცირესობას „ნაცისტური რეჟიმის“ წინააღმდეგ წააქეზებენ. გონს მოსვლას ვერ მოასწრებთ, რომ ს ნაწილის ანექსიას მოახდენენ“, – აღნიშნა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ბელგიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ბაზის თავზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა და ეს მიზანმიმართული სადაზვერვო ოპერაციაა.
თეო ფრანკენმა დაადასტურა, რომ ვალონიაში ინციდენტი ორჯერ განმეორდა.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა მარშ-ან-ფამანში შაბათ საღამოს შენიშნეს მრავალრიცხოვანი დრონები არმიის ბრიგადის შტაბ-ბინის მნიშვნელოვანი ნაწილების თავზე. გუშინ, საღამოს მარშ-ან-ფამანში კვლავ შეამჩნიეს ცალკეული დრონები. ამოქმედებული იყო შესაბამისი პროცედურები, გამოძიებას პოლიცია, ასევე დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები აწარმოებენ,“ – თქვა ფრანკენმა.
მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოფრინავდნენ დრონები, თუმცა მათი გამოჩენა შემთხვევითობა არ უნდა იყოს.
„აშკარად ორგანიზებული ოპერაციაა ჩვენი არმიის „გულის“ წინააღმდეგ. მნიშვნელოვან ინფორმაციას ეძებდნენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე“, – განაცხადა თეო ფრანკენმა.
მაღალჩინოსნის თქმით, მთავრობის დონეზე გამოვა ინიციატივით დრონების მონიტორინგისა და განადგურებისთვის საჭირო სისტემების სწრაფ შესყიდვასთან დაკავშირებით.
მანამდე ბელგიის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ მათი ობიექტების თავზე საეჭვო დრონების რაოდენობა იზრდება.
ასევე, ბელგიის თავდაცვის სამინისტრო იძიებს ინციდენტს, როდესაც 2 ოქტომბერს გერმანიის საზღვართან მდებარე ელსენბორნის სამხედრო ბაზის თავზე 15 უპილოტო აპარატი გამოჩნდა.
ბელგიის თავდაცვის მინისტრის მიერ მოსკოვის მიწასთან გასწორების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბელგიაში ს საელჩოში „პროვოკაციული“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდეს.
„ფრანკენის ავანტიურიზმი, სამწუხაროდ, წარმოადგენს იმ მილიტარისტული გადახრის განსახიერებას, რომელიც ევროპული ომის პარტიაში სულ უფრო ძლიერდება“, – აღნიშნულია რუსეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.