ნატო „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, „სრული გამოძიების ჩატარების“ მოწოდებით გამოდის

ნატო „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.
ალიანსის სპიკერი X-ზე სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს კატასტროფის დროს დაშავებულებს.
“ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ “აზერბაიჯანის ავიახაზების” – J28243 რეისის ოჯახებსა და მსხვერპლებზე. კატასტროფის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სრული გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ”, – წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დაჰლალა.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.
აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს, წინასწარი გამოძიების ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება