ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა

ნატოში -ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, ში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა, განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა. ამის შესახებ ელჩმა “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში ისაუბრა. უიტაკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის, ახლა კი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ ს პრეზიდენტთან, არამედ, ევროპელი მოკავშირეები და კანადა, ამერიკულ იარაღს ყიდულობენ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. „კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის და არ არსებობდა იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმებები. ახლა, პრეზიდენტ ტრამპის დროს, ჩვენ არა მხოლოდ პუტინს ვესაუბრებით, ბაიდენისგან განსხვავებით, არამედ, ევროპელი მოკავშირეები, კანადასთან ერთად, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს ომისთვის, ქმნიან სამუშაო ადგილებს აშშ-ში. ეს კარგია ამერიკისთვის, კარგია ევროპისთვის და ცხადია, კარგია უკრაინისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“. – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილემ ამაყად გამოგვძახა – კიბო გაქვს, მაინც მოკვდებიო. ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო და მათაც, ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო

გუშინ ვიხილეთ “ნაცი ორკების” თავყრილობა, ეს არის ზუსტად ის სახე, რაც “ნაცობას”, როგორც იდეოლოგიას აქვს – “ნაცობა” არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან

თუ არ გავაუქმებთ კანონებს, სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთების აკრძალვაზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, გამჭვირვალობაზე შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა