“უკრაინის დახმარებით გადაღლის განცდა მოკავშირეებს შორის არ არის“, – ასეთი იყო ამერიკის პირველი დიპლომატის ევროპაში ვიზიტის მთავარი გზავნილი. ენტონი ბლინკენმა ნატოს წევრი ქვეყნების სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ბრიუსელში, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
