ნატოს შემდეგი სამიტი ანკარაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატოს შემდეგი სამიტი 2026 წლის 7-8 ივლისს ანკარაში, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსში (ქიულიე) გაიმართება.
„შემდეგ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას, რათა ნატო აქციონ უფრო ძლიერ, სამართლიან და უფრო ქმედით ალიანსად, რომელიც მზად იქნება უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ გამოწვევებს“, – წერია ალიანსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში
ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც თურქეთი ნატოს სამიტს უმასპინძლებს: აქამდე ალიანსის ლიდერები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ 2004 წელს.
2027 წელს ნატოს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი, ალბანეთი უმასპინძლებს.
ფორუმი