“ნატოს ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს შეიტყუეს თბილისი და კიევი, მიზანი მარტივი იყო, რუსეთთან დაპირისპირება” –

ნატოს ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, შეიტყუეს თბილისი და კიევი. მიზანი მარტივი იყო, რუსეთთან დაპირისპირება – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
ეუთოს მინისტერიალზე, სერგეი ლავროვმა ტრადიციულად ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა, გააკრიტიკა ნატო და ისაუბრა 2008 წელის რუსეთ საქართველოს ომზე. ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე თქვა, რომ ორგანიზაცია “უფსკრულის პირასაა” და სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა.
“ნატოს ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, შეიტყუეს თბილისი და კიევი. მიზანი მარტივი იყო, რუსეთთან დაპირისპირება. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციის შედეგად, შეასრულა მისთვის მიცემული კარტ ბლანში ბუქარესტში, იმავე 2008 წლის აგვისტოში, გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის დაბომბვისა და სამშვიდობოების პოზიციებზე თავდასხმის შესახებ. რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია მოამზადა შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც დაიწყო საქართველოს წვრთნისა და შეიარაღების პროგრამა, რასაც ვაშინგტონი ასწავლიდა, სააკაშვილი მორჩილად ასრულებდა,” – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში