ნატოს ქვეყნები უკრაინისათვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ნატო-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ს საჰაერო იერიშებისგან თავის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცემენ, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პარასკევს, უკრაინა–ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
“პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, არსებობს სხვა იარაღი, რომლის მიწოდებაც მოკავშირეებს შეუძლიათ, მათ შორის SAMP/T (საზენიტო-სარაკეტო სისტემა.-რედ). ბევრმა სხვა მოკავშირემ, რომლებსაც არ აქვთ ასეთი შესაძლებლობა, პირობა დადო, რომ უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს ამ სისტემების შესაძენად “, – განუცხადა სტოლტენბერგმა Reuters-ს.
ნატოს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს უკრაინა, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხზე განცხადებები უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.
· უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე მოუწოდა ნატოს, რომ ისეთივე აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში, როგორც ირანის საავიაციო და სარაკეტო იერიშის დროს დაეხმარა ალიანსის არაწევრ ისრაელს.
· უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტები ამოეწურათ რუსეთის საავიაციო თავდასხმის მოსაგერიებლად, რამაც ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება გამოიწვია.
· საუბარია ინციდენტზე, რომელიც 11 აპრილს მოხდა.