ნატოს სამიტზე ლიდერები განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების გაზრდას

ვაშინგტონში მიმდინარეობს ნატოს სამიტი, რომელზეც ალიანსის ლიდერები განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების გაზრდას ში შეჭრილ ს ძალებთან ომში – იმ ფონზე, როცა -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა 32-წევრიანი კავშირის “სრული მხარდაჭერა” ს მიმართ.
10 ივლისს ნატოს ლიდერები განიხილავენ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე მომავალ წელს. მანამდე წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა რამდენიმედონიანი სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომლის წინადადებითაც სტოლტენბერგი გამოდიოდა.
9 ივნისს, ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის გახსნისას, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთს “სხვა არაფერი სურს”, თუ არა “უკრაინის რუკიდან წაშლა”, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. სტოლტენბერგის თქმით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინას კვლავ მიაწვდიან იარაღს, მათ შორის – დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
“უკრაინას ეს შეუძლია და ის გააჩერებს პუტინს, განსაკუთრებით ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერით. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, – თქვა ჯო ბაიდენმა, როდესაც გამოაცხადა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემების და გადამტაცი სისტემების დამატებით მიწოდების შესახებ.
ს განცხადებით, აშშ და მისი პარტნიორები გეგმავენ, უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით დამატებითი ტაქტიკური ჰაერი-ხმელეთის თავდაცვის სისტემა. მისი თქმით, მომავალ წელს უკრაინა ასევე მიიღებს NASAMS-ის ტიპის ასობით გადამტაც სისტემას.

ასევე დაგაინტერესებთ