ნატოს სამიტზე აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს გამოაცხადებს – თეთრი სახლი

ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე შეერთებული შტატები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს გამოაცხადებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, წერს უკრაინული მედია
„მომავალ კვირას თქვენ ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის მძლავრ დემონსტრაციას შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხრიდან. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის მომავალს ნატოში და გააკეთებენ მნიშვნელოვან ახალ განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორ გავზრდით უკრაინის სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ნატოსგან“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გამოაცხადებს ახალ ნაბიჯებს, რომელიც მას ამჟამად თავდაცვაში, მომავალში კი ს აგრესიის შეკავებაში დაეხმარება.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს განცხადებები გახდება „უკრაინის ხიდის ნაწილი“ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ.
გარდა ამისა, მისი თქმით, 11 ივლისს გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ღონისძიებას გამართავს. მას 20-მდე მოკავშირე და პარტნიორი დაესწრება, რომლებმაც სთან ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.
თეთრი სახლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი პუტინს „ძლიერ სიგნალს“ გაუგზავნის, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის დაძლევას.
შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ