ნატოს სამიტამდე პოლონეთი უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულების დადებას გეგმავს

ოფიციალური ვარშავა თითქმის დარწმუნებულია, რომ კიევთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მალე მოაწერს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ეს ვაშინგტონში დაგეგმილ, ნატოს ივლისის სამიტამდე მოხდება. შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი 9 ივლისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება.
განცხადება უკრაინასთან ხელშეკრულების დადების თაობაზე პოლონეთის პრემიერმა 27 ივნისს გააკეთა. მისი თქმით, ნატოს სამიტამდე ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას ვარშავაში გამართავს.
„თავდაცვის მინისტრთან ერთად, უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ შევძლებთ უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ პოლონეთის თავდაცვით შესაძლებლობათა დასუსტების უფლება არ გვაქვს“, – განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, “არსებობს 99%-იანი შანსი იმისა, რომ ჩვენ ამ შეთანხმებას პრეზიდენტ ზელენსკისთან ხელს [სამიტამდე] მოვაწერთ”.
ტუსკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ტექსტი პრაქტიკულად “დასრულებულია”. მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და ამისთვის შესაბამისი თუ მართებული სიტყვებია შესარჩევი.
უკრაინასთან მსგავსი უსაფრთხოების ხელშეკრულება უკვე გააფორმა ევროკავშირის ორმა ქვეყანამ. ლიეტუვასთან და ესტონეთთან შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, 27 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე