ნატოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ უსაფრთხოების გაძლიერებაზე ბალტიის რეგიონში

ნატოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერები 14 იანვარს ჰელსინკიში გამართავენ შეხვედრას ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე სამსჯელოდ – მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, საბოტაჟის სამიზნე გახდა რამდენიმე წყალქვეშა სადენი. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
შეხვედრა კონცენტრირებული იქნება “ბალტიის ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებასა და პასუხზე, რომელიც უნდა გაეცეს ს ჩრდილოვანი ფლოტით შექმნილ საფრთხეს”, – წერია ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის ოფისის განცხადებაში.
ნატომ დეკემბრის ბოლოს თქვა, რომ გაზრდიდა თავის წარმომადგენლობას რეგიონში, მას შემდეგ, რაც ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროსადენები, სავარაუდოდ, საბოტაჟის სამიზნე გახდა – თუმცა ოფიციალური ოპერაციის შესახებ ალიანსს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.
ბალტიის ზღვაში რამდენიმე სატელეკომუნიკაციო და ელექტროსადენი დაზიანდა მას მერე, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა ში. ექსპერტები და პოლიტიკოსები ამ ინციდენტებში ადანაშაულებენ მოძველებულ ხომალდებს, რომლებიც რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” ეკუთვნის. კრემლი უარყოფს კავშირს ინციდენტებთან.
13 იანვარს მარკ რიუტემ ევროპის პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ “ამგვარი მტრული ნაბიჯები” არ დარჩება უპასუხოდ და გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს ნატოს წარმომადგენლობას რეგიონში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება