კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერი, ელისონ ჰარტი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით X-ზე წერს.
„მაშინ, როდესაც ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის წლისთავს იხსენებენ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ნატოს პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.




