ნატოს ოთხი ქვეყანა შორსმსროლელი რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი ერთობლივად შეიმუშავებენ 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ რაკეტებს. ამ სახეობის საბრძოლო მასალა “საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების” კატეგორიას განეკუთვნება. გამოცემა “უკრაინსკა პრავდას” ცნობით, ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.
განცხადებას წინ უძღოდა შეერთებული შტატებისა და გერმანიის მზადყოფნა, რომ 2026 წლიდან გერმანიის ტერიტორიაზე განთავსდეს შორ მანძილზე მოქმედი შეტევითი სისტემები, მათ ჰიპერზებგერითი შეიარაღება. ამ გზავნილს მწვავე კრიტიკა მოჰყვა მოსკოვისგან, რომელმაც დასავლელი მოკავშირეების განზრახვას „ესკალაციის პოლიტიკის შემადგენელი რგოლი“ უწოდა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს არის უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რაც მოსკოვისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.
ვაშნგტონის ნატოს სამიტზე ასევე ითქვა, რომ მიიღებს საჰაერო თავდაცვის კიდევ ხუთ სტრატეგიულ სისტემას, რათა ს თავდასხმებისგან დაიცვას თავისი ქალაქები, სამოქალაქო მოსახლეობა და სამხედროები. ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება 9 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნის შემდეგ, გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიის, რუმინეთის, ნიდერლანდის და უკრაინის ლიდერებმა.

, გერმანია და რუმინეთი უკრაინას დამატებით გადასცემენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot, ნიდერლანდი ამ სისტემების მუშაობისთვის საჭირო კომპონენტებს, ხოლო იტალია დამატებით სისტემას SAMP-T.
ნატოს სამიტის დაწყებამდე გერმანია და პოლონეთი შეთანხმდნენ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაააქტიურონ ევროპის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შესაკავებლად.

ისინი გააძლიერებენ აღმოსავლეთის ფლანგზე ნატოს ყოფნას და უკრაინის დახმარების კოორდინაციას. შესაბამისი განცხადებები ვარშავაში შეხვედრისას გააკეთეს გფრ-ს კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, მათ შორის Leopard 2 ტანკების რემონტსა და მომსახურებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა