ნატოს მეთაური: ს Patriot-ის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად გადაეცემა

მიმდინარეობს მზადება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადასაცემად – განაცხადა ნატოს მეთაურმა, ალექსუს გრინკევიჩმა 17 ივლისს, იმ ფონზე, როცა ზე ინტენსიურ თავდასხმებს ახორციელებს.
“მზადება მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანელებთან Patriot-ის გადაცემაზე” – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა გრინკევიჩმა, -ის ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატოს მოკავშირეთა უმაღლესმა მეთაურმა ევროპაში და დასძინა – “დავალებული მაქვს რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ”.
-ის პრეზიდენტი, მიმდინარე კვირაში გამოვიდა გამკაცრებული პოზიციით ს მიმართ, უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომთან მიმართებით და განაცხადა, რომ კიევს დამატებით შეიარაღებას მიაწოდებენ.
სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ კიევში შესაძლოა უკვე მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიმართოს Patriot-ის ტიპის სისტემების მქონე ქვეყნების კონფერენცია, რომელსაც გრინკევიჩი უხელმძღვანელებს და რომლის მიზანიც იქნება სთვის დამატებითი სისტემების გამოყოფა.
Patriot-ის რაკეტების გამოყენება შესაძლებელია მტრის საჰაერო ხომალდების, ბალისტიკური რაკეტების და ფრთოსანი რაკეტების გადატაცების მიზნით. სამიზნეზე დარტყმა შესაძლებელია 100-მდე კილომეტრის დისტანციიდან, 30-მდე კილომეტრის ამპლიტუდით. მობილური გამშვები სისტემა ჰგავს დიდ სატვირთო მანქანას და შეიცავს ოთხამდე გამშვებ მოწყობილობას. აშშ-ის არმიის თანახმად, კონფიგურაციიდან გამომდინარე 16-მდე რაკეტის გაშვებაა შესაძლებელი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა