ნატოს ლიდერი შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს

დღეს, 30 მაისს პრაღაში ნატოს ქვეყნების საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ დროა ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ გადახედოს წესებს, თუ როგორ გამოიყენებს უკრაინა დასავლეთიდან მიწოდებულ იარაღს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები გადახედვას უნდა დაექვემდებაროს.
ბოლო კვირებში ოფიციალური კიევი აქტიურად მოუწოდებს ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს, მოუხსნას მას ეს შეზღუდვები. თუმცა, არაერთ ქვეყანაში აზრი დაყოფილია იმაზე, თუ რამდენად უნდა მიეცეთ უკრაინელ სამხედროებს უფლება, თავს დაესხან სამიზნე ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ